"ბაიერნი" "რენის" 17 წლის თავდამსხმელს 30 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ბაიერნმა" "რენთან" 17 წლის თავდამსხმელ მატიას ტელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. "ეკიპის" ცნობით, მხარეები რამდენიმე დღე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.

გამოცემა იტყობინება, რომ მიუნხენურ კლუბს ტრანსფერი ბონუსებიანად 30 მილიონ ევროზე ცოტათი ნაკლები დაუჯდება და ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ტელის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია, გასულ სეზონში კი ლიგა 1-ის 7 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული