გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა 3 ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, ანგარიში ლეროი სანემ მე-3 წუთზე გახსნა, მე-17 წუთზე სტუმრების კარი ჯამალ მუსიალამ აიღო, 39-ე წუთზე კი სადიო მანემ გერმანულ კარიერაში მეოთხე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე ასისტი მუსიალამ გააკეთა.
საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე ტომას მიულერმა დააფიქსირა.
ამრიგად, 8 ტურის შემდეგ "რეკორდმაისტერს" 15 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენთან" 4 ოქტომბერს გამართავს, ბუნდესლიგის მორიგ მატჩს კი 8 ოქტომბერს, "დორტმუნდთან" ჩაატარებს.