კანი: ნოიერი მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს - არასოდეს არავის უჯერებს

AutoSharing Option
"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მეკარე მანუელ ნოიერის ტრავმასა და გუნდში მის შემცვლელად დომინიკ ლივაკოვიჩის შესაძლო გადაყვანაზე ისაუბრა:

"მანუელმა ტურნირის შემდეგ ცოტა განტვირთვა გადაწყვიტა. ასეთი სტრესის მერე დასვენებაა საჭირო. სათხილამურო სპორტის დიდი მოყვარულია და ფერდობიდან დაეშვა.

ვიცი, ნოიერი რამდენჯერმე გააფრთხილეს, ცოტა თოვლი იყო და სრიალი სახიფათო გახლდათ, მაგრამ ის არასოდეს არავის არ უსმენს!

მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს, ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. სეზონის ბოლომდე მეკარე დავკარგეთ. ეს საშინელებაა, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. ახლა მისი შემცვლელის პრობლემა
უნდა გადავჭრათ, თუმცა ეს დროებითი ღონისძიებაა. მანუელი დაბრუნდება.

ლივაკოვიჩი? ადამიანი, რომელმაც ბრაზილია შეაჩერა, ჩემთვის ყოველთვის გმირია. მუდამ მათ მოწინააღმდეგეებს ვგულშემატკივრობ. 2002 წლიდან დაწყებული, ეს ძალიან პირადულია (იცინის). ხორვატებს ძალიან ჭკვიანი და ნასწავლი გუნდი ჰყავთ. მათთან ყველას გაუჭირდება. არგენტინის დამარცხება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ლივაკოვიჩი ქებას იმსახურებს. ასეთი მეკარე ტოპ-კლუბში უნდა თამაშობდეს. ეჭვიც არ მეპარება, მომავალ სეზონში ასეც იქნება, თუმცა ჩვენს ინტერესებში არ შედის".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ადამიანი, რომელმაც ბრაზილია შეაჩერა - ოლივერ, უდიდესი პატივისცემა შენ, როგორც უდიდეს ფიგურას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
დინამოელი
00:24 14-12-2022
4
ოხოხოხოხო როგორ მოგიხდებოდა რობერტო კარლოსის დარტყმული ოლივერ კან. გერმანული მარაზმი ჩაერთო. ესეიგი 2002 ში რივალდოს რონალდოს რობერტო კარლოსის და რონალდინიოს ბრაზილია არ იმსახურებდა მოგებას და მაინც გერმანიას უნდა მოეგო. თან გაჭირვებაში გაზრდილი ხალხი რივალდო ვარჯიშებზე მგონი 8 კილომეტრს ფეხით დადიოდა, ღარიბი მაგრამ ნიჭიერი ხალხი და თავიანთი გაჭირვებული ქვეყანა გაახარეს. ფულიანი და უნიჭო გერმანული მანქანა ვერასდროს ვერ იქნება პირველი და არც არის მაგათი საბლატაო ფეხბურთში. თვითონ ბრაზილია თუ არ ჩაფლავდა არა სხვანაირად. ასეთი
მოთამაშეები რომ მოგიგებენ და 20 წლის მერეც დაბოღმილი ხარ, ეგ იმას ნიშნავს რომ მათ პატივს არ ცემ არც მაგათ ნათამაშებ ფეხბურთს. რონალდოს 1 ფინტი ჯობია მთელ შენ კარიერას
R. Carlos 6
23:13 13-12-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული