ბუნდესლიგის 21-ე ტურში "აინტრახტმა" სახლში "ვერდერი" 2:0 დაამარცხა, თანაც უპრობლემოდ და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩისთვის ძალები დაზოგა.
მასპინძელთა გუნდის 24 წლის თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ ისევ გაიტანა - ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს ადრე პსჟ-ის ფორვარდებმა ლეო მესიმ და ნეიმარმა მოახერხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
"აინტრახტი" 38 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 2 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, "აინტრახტისა" და "ნაპოლის"
მატჩი 22 თებერვალს გაიმართება.
ფრანკფურტი. "დოიჩე ბანკ პარკი"
აინტრახტი - ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ფრიდლი (7, საკ. კარში), 2:0 კოლო მუანი (52)
ერთი ფეხის დაცდენა, ერთი უგოლო თამაში და კი ვიცი დივნის პროფესორები რასაფ იზამენ მაგრამ ეგ არაა მნიშვნელოვანი, მაგათი სახე უკვე ვიცი.
იმდენად მინდა ნაპოლი მეოთხედფინალში გავიდეს, რომ წინასწარ ვნერვიულობ, თან ძალიან. მიუხედავად ამხელა უპირატესობისა სერია ა ში, მიუხედავად ლივერპულთან და აიაქსთან საოცარი თამაშებისა, მაინც მგონია ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე არ ეყოფა რესურსი.
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ეს გუნდი ფინალში ვნახო, და ალბათ ფინალის დროს გულის შეტევა დაგვემართება ნამდვილ გულშემატკივრებს
წესით ნაპოლიმ დაახლოებით ისე უნდა მოუგოს, როგორც რეინჯერსს, და საერთოდ ნეაპოლში დარწმუნებული ვარ გაცილებით შორს წასვლას ფიქრობენ, მაგალითად ნაპოლის ყოფილის (ანჩელოტი) და ამჟამინდელის (სპალეტი) მწვრთნელების დუელზე!