"მილანი" და "ნაპოლი" ზაფხულში "დორტმუნდის" ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
Calciomercato იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლი" და "მილანი" "დორტმუნდის" 27 წლის ნახევარმცველ მაჰმუდ დაჰუდის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ.

გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში გადასვლაც სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

"პარტენოპეისა" და "როსონერის" შემცილე პრემიერლიგის ბინადარი "ლესტერი" ეყოლება, რომელიც თავის მხრივ ფეხბურთელს საკუთარ რიგებში იწვევს.

დაჰუდი "დორტმუნდში" 2017 წელს "გლადბახიდან" გადავიდა. ის ხშირად ტრავმიანობს, ძირითადი შემადგენლბის წევრი აღარაა და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაზე მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული