გადაყენებულ ნაგელსმანს "ბაიერნში" ტუხელი შეცვლის

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გადააყენეს. მიზეზი ისაა, რომ მიუნხენურმა გუნდმა "დორტმუნდთან" 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მეორე ადგილზე დაქვეითდა.

ნაგელსმანს სეზონის დასაწყისში "ჩელსიდან" დათხოვნილი ტომას ტუხელი შეცვლის. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტუხელს პარასკევს ან შაბათს 2.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

"კიკერის" რეპორტიორი გეორგ ჰოლცნერი ირწმუნება, რომ ტუხელი იქამდე აწარმოებდა "ტოტენჰემთან" სერიოზულ მოლაპარაკებებს, ვიდრე "ბაიერნი" დაუკავშირდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ
1
გერმანელები მეოთხედფინალის წინ მწვრთნელს ცვლიან...ასეთები მათ არ სჩვევიათ.მითუმეტეს კატასტროფა არ მომხდარა.ალბათ არ უნდოდათ ტუხელის ხელიდან გაშვება და გაწირეს ნაგელსმანი.თან ლიგაზე გამოცდილი სპეციალისტია ტუხელი.ბაიერნისგან ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელია სეზონის დასკვნით ნაწილში.კანის გადაწყვეტილებას გავს.როგორც ჩანს მთლიანად აიღო მართვის სადავეები ხელში ოლიმ.
Master
11:24 24-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული