მიუნხენური გუნდის ხელმძღვანელობას "ჩელსის" ყოფილ დამრიგებელთან უსაუბრია და კლუბის განვითარებაზე მისი ხედვები ძალიან მოსწონებია.
გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ნაგელსმანის გათავისუფლებას დღეს ოფიციალურად გვაუწყებს, ტუხელი კი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება.
პრესაში იწერება უკვე იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი "ტოტენჰემს" ჩაიბარებს.