მიატოვა მეუღლე და 2 შვილი - ნაგელსმანის "ბაიერნიდან" გაშვება Bild-ის ჟურნალისტთან ურთიერთობამ გამოიწვია?

AutoSharing Option
იულიან ნაგელსმანის "ბაიერნიდან" დათხოვნა ბოლო დროის აქტიური განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა მწვრთნელი მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც სანაკრებო პაუზა გახლდათ და თანაც ამას არავინ მოელოდა.

"რეკორდმაისტერს" ახალი დამრიგებელი ტომას ტუხელის სახით უკვე ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუშინ "ალიანს არენაზე" გუნდმა "დორტმუნდი" 4:2 დაამარცხა.

პრესაში ნაგელსმანის გაშვების ბევრი ვერსია სახელდება. წერია იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდა მენეჯერს რამდენიმე ფეხბურთელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ითქვა იმის შესახებაც, რომ მას სადიო მანემ პსჟ-ისთან განმეორებითი მატჩის შემდეგ უყვირა, რადგან მხოლოდ 8 წუთი დაუთმო.

ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი კი ნაგელსმანის პირადი
ურთიერთობაა, რომელიც მას აწ უკვე ყოფილ Bild-ის ჟურნალისტ ლენა ვურცენბერგერთან აქვს.

ამ გოგონას გამო იულიანმა მეუღლე ვერენა 15 წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა. წყვილს ასევე ორი შვილი ჰყავს.

პრესაში იწერება, რომ ლენა Bild-ში "ბაიერნის" ამბებს აშუქებდა, რის გამოც ფეხბურთელებს გასახდელში რაიმეს თქმა უკვე ეშინოდათ, რადგან ეჭვობდნენ, რომ ეს გაზეთში მოხვდებოდა.

სათქმელია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ამავე გამოცემაში გაჟონა "ბაიერნის" ტაქტიკური სქემის ფურცლების სურათები.

აი, რას ამბობს მიუნხენელთა ყოფილი ფეხბურთელი მარკუს ბაბელი Mirror-თან საუბარში:

"ვიცი, რომ იულიანისა და ჟურნალისტის ურთიერთობა გასახდელში დიდი პრობლემა იყო. სულაც არ იყო კარგი, რომ ისინი ერთად იყვნენ.

მისი მეგობარი გოგონა "ბაიერნისთვის" დიდი პრობლემა გახდა. ამ ყველაფერმა გასახდელში პრობლემები გამოიწვია, ზოგიერთ მოთამაშეს პრობლემები შეექმნა, რადგან უბრალოდ ეშინოდათ, რომ ყველაფერი გაზეთში მოხვდებოდა", - ამბობს ბაბელი.

ინფორმაციისთვის, ნაგელსმანის "ბაიერნიდან" წამოსვლის შემდეგ სამსახური ლენამაც დატოვა და ახლა ის უკვე BMW-ში მუშაობს. ახალგაზრდა სპეციალისტის მომავალ შესაძლო გუნდად კი ლონდონის "ტოტენჰემი" სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული