ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მანუელ ნოიერს მოედანზე დაბრუნება ივლისში სურს.

გერმანელი კიპერის მიზანია 2-3 კვირაში მსუბუქი ვარჯიში დაიწყოს. თუ უახლოეს მომავალში გართულებები არ იქნება, ის შესაძლოა, "ბაიერნის" გენერალურ ჯგუფში ივლისში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრების მეკარე გასული წლის დეკემბერში დაშავდა. ნოიერმა შვებულებაში თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მის შემცვლელად "რეკორდმაისტერმა" "გლადბახიდან" იან სომერი შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"გენერალური ჯგუფი" რა არის?
გიორგიპირველი
19:35 02-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული