ტომას მიულერი "ბაიერნიდან" წასვლაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
33 წლის ტომას მიულერი "ბაიერნში" სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.

მიულერი "ბაიერნში" თავის რიგით მეცხრე მწვრთნელთან იმის მტკიცებით დაიღალა, რომ სასტარტოში დაყენების ღირსია. მას ისიც არ მოსწონს, რომ არ აქებენ.

ტომასი 2024 წლამდე, ნუ იქამდე, ვიდრე მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი არ დაუსრულდება, თამაშზე თავის დანებებას არ აპირებს.

მიულერი ბუნდესლიგის სხვა კლუბში გადასვლას არ გამორიცხავს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ამ სეზონში მიულერმა 37 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონი
ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული