რონალდო "ბაიერნში"? - ერთ-ერთი ადამიანის წყალობით, ეს უკვე შესაძლებელია

AutoSharing Option
გერმანელმა ბიზნესმენმა მარკუს შონმა "ბაიერნის" ბოსებს წერილით მიმართა და მზადყოფნა გამოთქვა, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერში დაეხმაროს.

შონი წერს, რომ ის ან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულების ნაწილს დაფარავს, ან პორტუგალიელის ხელფასის ნაწილს გადაიხდის, სანაცვლოდ კი "რეკორდმაისტერს" რონალდოს მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხის პროცენტს სთხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება "ბაიერნს". ადრე გუნდის დირექტორმა ოლივერ კანმა თქვა, რომ რონალდოს ტრანსფერი შესთავაზეს, მაგრამ ეს ყოველივე კლუბის იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. "რეკორდმაისტერი" ძვირადღირებული ტრანსფერებისა და მაღალი ანაზღაურებისგან ხშირად თავს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კრიშტიანუ რონალდუ ისეთი სპორტსმენია, ისეთი დონის ფეხბურთელია, ისეთი მაგარი ნების მქონე პიროვნებაა თუ მოინდომებს, ამის სურვილი ექნება, არა თუ ახლა 50 წლამდეც ითამაშებს უმაღლეს დონეზე!
aburjga
08:53 22-05-2023
2
ეჰ, დაბერდი რონი! მართალია თმა არც ისე გაგჭაღარავებია, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს...
ლაშა
18:08 21-05-2023
10

სიახლეები პოპულარული