დრამა ბუნდესლიგაში - "დორტმუნდმა" ჩემპიონის ტიტული ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „დორტმუნდი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუზავდა (2:2), "ბაიერნმა" სტუმრად "კიოლნს" 2:1 სძლია და ოცდამეცამეტედ გახდა ჩემპიონი.

2012 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „დორტმუნდს“ საკუთარ მოედანზე  „მაინცის“ დამარცხება სჭირდებოდა, უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა თავდამსხმელმა ალერმა პენალტი ვერ გამოიყენა, მალენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ „დორტმუნდი“ ისევ გადავიდა შეტევაზე და გერეირომ ანგარიში შეამცირა, ალერის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კომპენსირებულ დროში ზიულემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ფრე "ბორუსიისთვის" დამარცხების ტოლფასი აღმოჩნდა.

„ბაიერნი“ გასვლაზე „კიოლნთან“ კომანმა დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სანეს გოლი არ ჩაუთვალეს, 81-ე წუთზე ლიუბიჩიჩმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა, ბოლოს კი მუსიალამ ბავარიულ გუნდს გამარჯვება და ჩემპიონობა მოუპოვა.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ჰანჩე-ოლსენი (15), 0:2 ონისივო (24), 1:2 გერეირო (69), 2:2 ზიულე (96)
გამოუყენებელი პენალტი: ალერი (19, დორტმუნდი)

კიოლნი. „რეინენერჯიშტადიონი“
კიოლნი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 კომანი (8), ლიუბიჩიჩი (81, პენ), 1:2 მუსიალა (89)

მკითხველის კომენტარები / 13 /
დორტმუნდმა ჯობია კვერცხევი გაიზარდოს.
არა რუსეთს
28 მაისი 2023 13:10
0
ძნელი დასაჯერებელია რომ უმოტივაციო მაინცს ვერ მოუგეს, ფედერაციის თავები მგონია...
ზოლა
28 მაისი 2023 09:21
4
არ ვიცი ვინმე თუ აკვირდებით ბოლო ტურს გერმანიაში ანლოგიური სიტუაცია როცა არის ყოველთვის ასეთ შოუებს დგამენ
მამუკა
28 მაისი 2023 05:27
5
როგორც უმეტესობას მეც დორტმუნდი მინდოდა გამხდარიყო ჩემპიონი, მაგრამ ყველაზე უფრო მინდა ტოტალიზატორებში მოთამაშე ხალხის ცემა,რადგან ოჯახის ბიუჯეტის გამანადგურებლები არიან. მე პირადად ასეთ ხალხს გამარჯობასაც არ ვეუბნები. მოჩვენებები ემართებათ.
დავით 67
28 მაისი 2023 03:02
13
სამწუხაროდ დღეს ფანებიც მაგრა კიდიათ, სირცხვილიც და მოგება-წაგებაც, მთავარია "იმათი" (ვინც ფულს უხდის) დავალება შეასრულონ და ეგაა (((
იეა
27 მაისი 2023 23:35
13
დღეის მერე შემრცხვებოდა დორტმუნდის ფანად რო დავრჩე ეს არ არის ფეხბურთი და ის 90 ათასი კაცი ხვალ ისევ გაავსებენ სტადიონს ვითომ არაფერი
ნოდო
27 მაისი 2023 21:26
9
ბილეთმა გაგისხა?
M.m
28 მაისი 2023 00:59
13
Panebms ratom unda shercxvet???gverdshi dgomistvis,im saocari atmesporistvis rac stadionze iyo???
L.J .
27 მაისი 2023 22:02
13
ეს მართლა რანაირი სისულელე იყო, 30 წუთზე 0:2 ს აგებ და როისი ბოლოში შემოყავს და ბელიმგემი საერთოდ არა, როცა ორივე სასტარტოში უნდა ყოფილიყო... რა მაფია იყო ვერ მივხვდი
რა მაფიაა?
27 მაისი 2023 21:17
1
Dortmunds da gansakutrebit roiss mindoda moegot,magram gamarjvebulis mentaliteti ar aaqvs gunds samwuxarod
L.J .
27 მაისი 2023 21:15
1
აი ასეთი ფეხბურთის მჯერა და არა სიტის წინა წლის ჩემპიონობის, ასტონ ვილასთან 0-2 დან ვითომ დაქამბექებას ვგულისხმობ. იმენა შოუ დადგეს ტიპებმა, მთელმა პრემიერლიგამ მოხსნა რეკორდი ნახვების მხრივ იმ ტურში და კარგი ფულიც მოღუნეს.
რაბუ
27 მაისი 2023 19:54
16
და ეს არ იყო ტოტალიზატორის ამბები? :D სახლში შალკესთან რა ქნა ნახე აბა
ნოდო
27 მაისი 2023 21:24
5
ამას მოხერხება უნდა! რა იპროფესორა, რა უნდოდა დორტმუნდის მწვრთნელს ვერ გავიგე. ბელინგემის სკამზე, როისი სკამზე და ვიღაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ძირითადში! ბელინგემს ტრავმა თუ ქონდა რას შეიყვანეს განაცხადში, ან თუ ტრავმა არ ქონდა რატო არ დაიწყო ძირითადში, ან როისსს რომ სკამზე დატოვებ, ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ თამაშში, ვინ დააყენა უკეთესი ან უფრო გამოცდილი, ტექნიკური? დღესვე გასაგდების ტრენერი ასეთი უაზრობისთვის, პირადად წააგო ტიტული და კარგ დღეს არ დამართებენ ბორუსიას ფაბენი!
მურთო
27 მაისი 2023 19:48
1

სიახლეები პოპულარული