მწვრთნელი თომას ტუხელი "ბაიერნს" არ დატოვებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა ტუხელი გენერალური დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩისა და სპორტული დირექტორის, ოლივერ კანის გადაყენების შემდეგ დაეთხოვათ სამუშაოდან.
ტუხელმა მიუნხენური გუნდი მარტში ჩაიბარა და კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევას ელოდება და 100%-ით ჩართულია თავის საქმიანობაში.
ტუხელმა მიუნხენური გუნდი მარტში ჩაიბარა და კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევას ელოდება და 100%-ით ჩართულია თავის საქმიანობაში.