"აინტრახტის" მწვრთნელად 42 წლის დინო ტოპმიოლერი დაინიშნა, - იტყობინება ფრანკფურტული კლუბის საიტი.
ტოპმიოლერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლივერ გლასნერი შეცვალა.
ტოპმიოლერი 2020-23 წლებში "ლაიფციგსა" და "ბაიერნში" იულიან ნაგელსმანის თანაშემწე იყო, იქამდე კი ლუქსემბურგის "დუდელანჟსა" და ბელგიის "ექსელსიორ ვირტონს" ედგა სათავეში.
დინო საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, კლაუს ტოპმიოლერის შვილია.
გასულ სეზონში "აინტრახტი" ბუნდესლიგაში 50 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.