ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯე დღეს "ბაიერნში" გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მიუნხენური კლუბის ექიმები ამისათვის სამხრეთ კორეაში ჩავიდნენ, სადაც კიმ მინ ჯე სამხედრო სამსახურს გადის.
"ბაიერნი" ფეხბურთელის ტრანსფერს 50 მილიონ ევროდ გამოისყიდის და "ნაპოლი" თანხას უახლოეს დღეებში მიიღებს. თავად კორეელს ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.