ნიუბელს და სომერს "ბაიერნში" მეორე მეკარეობა არ უნდათ - ნოიერი ჯერ ვერ ბრუნდება, რა ხდება მამარდაშვილზე?

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფი მეკარეები, ალექსანდერ ნიუბელი და იან სომერი, არ გეგმავენ, რომ მომავალ სეზონში მე-2 ნომრის სტატუსი ჰქონდეთ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მიუნხენურ გრანდში მომავალ სეზონშიც პირველი კიპერის სტატუსი მანუელ ნოიერს აქვს განაღდებული.

სათქმელია, რომ 37 წლის ვეტერანი ფეხის მოტეხვის შემდეგ ჯერჯერობით მოედანს ვერ დაუბრუნდება. ის "რეკორდმაისტერს" იაპონიაში მოსამზადებელ ტურში ვერ გაჰყვება და ასევე უცნობია, ითამაშებს თუ არა გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც 12 აგვისტოს "ბაიერნი" "ლაიფციგს" უნდა დაუპირისპირდეს.

ნიუბელი გასულ წელს "მონაკოში" იყო განათხოვრებული და
"ალიანს არენაზე" დაბრუნდა. მისით "შტუტგარტია" დაინტერესებული და "შვაბებში" გადასვლის შემთხვევაში, პირველი ნომრის სტატუსსაც დაისაკუთრებს, თუმცა მიუნხენელებს მისი მხოლოდ იჯარით გაშვება უნდათ.

რაც შეეხება სომერს, შვეიცარიელს სამსახურს, სავარაუდოდ, მილანის "ინტერი" შესთავაზებს, რომელიც ანდრე ონანას გარეშე რჩება.

მხოლოდ დროის საკითხია, რომ კამერუნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გახდება, ასეთ შემთხვევაში კი "ნერაძური" ძირითადის კიპერს დაკარგავს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, იზრდება მამარდაშვილის "ბაიერნში" გადასვლის შანსი, მაგრამ როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "რეკორდმაისტერის" კარს მომავალ სეზონშიც მანუელ ნოიერი დაიცავს და ამ ყველაფრის ფონზე, ქართველს კარიერის ამ პერიოდში მეორე მეკარეობა აწყობს?

სხვა საქმეა, რომ ნოიერი 37 წლისაა და ალბათ, ბუცებსაც ლურსმანზე მალე ჩამოჰკიდებს, თანაც გიორგი მასთან ერთად ვარჯიშით ბევრს ისწავლის.

ვნახოთ, ყველაფერს პასუხი მალე გაეცემა და მეკარეთა დიდი გადაადგილებებია მოსალოდნელი...
მკითხველის კომენტარები / 18 /
არ უნდა გადავიდეს ბაიერნში. ფორმას დაკარგავს მეორე ნომრობით. დარჩეს ვალენსიაში ან გადავიდეს იქ სადაც პირველი ნომრობა გარანტირებული ექნება.
გიგა
14 ივლისი 2023 22:30
0
არაფერს არ ვერჩი, ყარაბახის სათადარიგოობას ბავარიას სათადარიგოობა არ ჯობია?
ან იმას რას ერჩის
12 ივლისი 2023 19:06
3
zura222-ს

ჩემზე წერე რაც გინდა ჩემი სახელით. მამარდას თავი დაანებე იდიოტო.
ადრე ხვიჩასაც უწერდი და რომ შემოიხედონ ბიჭებმა აქ რატომ აკეთებ მაგეებს თუ ტვინით ავადმყოფი არ ხარ? ჩემი სახელით რომ წერ მოვა ვინმე და ყურს მე ამიწევენ შენ გასახარად?
G.LA
12 ივლისი 2023 17:52
2
ისწავლის არა კვატი, გიორგი ბევრად მაგარი მეკარეა ვიდრე ნოიერი, აქეთ ასწავლის ზოგ ზოგიერთებს კიდე!!
მადრიდისტი
12 ივლისი 2023 17:17
10
ვთვლიდი ახლაც ვთვლი,რომ ბაიერნს,სჭირდება მეკარე,რომელიც ნოიერთან მიახლოებული მაინც იქნება,ფეხით და გამოსვლებზე თამაშში.რა თქმა უნდა,კარის ხაზზეც ძალიან ძლიერი უნდა იყოს.კარის ხაზზე,გიოს არაფერი დაეწუნება,თუმცა დანარჩენ კომპონენტებში,ძალიან მოსამატებელი აქვს და თუ ბაიერნში წავა,იმედი ვიქინიოთ,რომ ნოიერიც ისევე დაეხმარება,როგორც თავის დროზე სილესენიო ეხმარებოდა.ნოიერი კი,მართლაც საუკეთესოა ფეხით და ერთერთი საუკეთესოა გამოსვლებზე თამაშში.ისე ჩანს,რომ ნოიერი,კიდევ რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება ბაიერნს და ამ პერიოდში,გიომ შესაძლოა ისეთივე ნახტომი გააკეთოს წინ,როგორიც ვალენსიაში ჰქონდა.ისტორია არ მეორდებაო,ნათქვამია და ცოტა ძნელი წარმოსადგენია,ნოიერმაც სილესენის მსგავსად,მხოლოდ გუნდის ინტერესებისათვის იფიქროს,მაგრამ რა ვიცით,იქნებ...ნოიერზე უკეთეს დამრიგებელს კი,ვერც მამარდა და ვერც ჩვენ,ვერ ვინატრებთ.რისკი,რა თქმა უნდა დიდია,მაგრამ შესაძლოა გამართლებულიც იყოს.გიოს შრომისმოყვარეობაში და ნებისყოფაში,მგონი არავის გვეპარება ეჭვი.ასე რომ ძალიან კატეგორიულადაც ვეღარ უარვყოფ,ამ ტრანსფერს.ძალიან მადისაღმძვრელი სატყუარაა,ანკესზე.
სოსო
12 ივლისი 2023 17:12
0
Ვა მამარდიანი ბაიერნში?
G.LA
12 ივლისი 2023 15:51
17
რა არ არსებობს ვიღაც მწერალი ყავთ სომხებს აშოტ მამარდიანი.
ირაკლი-ს
12 ივლისი 2023 22:31
1
მამარდიანი საერთოდ არ არსებული გვარია. მაგალითად არის სომხური გვარები მინასიანი, ავალიანი, ამბობენ რომ მინაშვილი ავაქიშვილი მინასიანიდან გადმოქართულდა, მაგრამ მამარდიანი ეგეთი გვარი ბუნებაში არ არსებობს და რა საჭირო იყო ეგ ბოროტი ხუმრობა
ირაკლი
12 ივლისი 2023 17:29
3
მეორე მეკარე თუ უნდათ იყიდონ გუგეშაშვილი, მამარდა მეორე მეკარედ არსად არ წავა იმედია.
ეეე
12 ივლისი 2023 15:25
3
გუგეშაშვილიც მაგარი მეკარეა და იმედია მაქვს მალე გადავა რაიმე საშუალო დონის გუნდში მაინც. მეორე მეკარეობას არც ლუკა იმსახურებს არსად.

თან ლორია ბერდება და ნაკრებში ორი მაგარი მეკარე გვჭირდება, ამიტომ ლუკასაც სულ უნდა ჰქონდეს პრაქტიკა
ან იმას რას ერჩი ))
12 ივლისი 2023 16:52
0
zura222-ს
აქ მაკოცეთ შენც და იმ შენმა ქურუმმაც.
G.LA
12 ივლისი 2023 14:24
8
გერმანიაში რასისტებს არ იღებენ
!!
12 ივლისი 2023 14:22
44
გაზრდილხარ დავიდუს,მოვიკითხავ…წვლილი დიდი მაქ
დავიდუს-ს
12 ივლისი 2023 16:07
0
არა ქართველი კი არა,12 წლის ღლაპი იმ კატეგორიიდან იქნება,უცხოელ კუმირებს რომ აიდიალებენ და ქართველ ფეხბურთელს კი არა ძმაკაცს დაუპირისპირდებიან მაგათ გამო. გაიზრდება, თვითონ შერცხვება. ადრეც მინახია აქ კომენტარები,ვინისიუსს როგორ აიდიალებენ და მამარდას ლანძღავენ. რასისტი სულ არ ვარ,მაგალითად დიდ პატივს ვცემდი კობი ბრაიანტს,კლიუვერტს,ანრის და ა.შ მაგრამ ვინისიუსს არის პროვოკატორი ახ.... რომელიც სულ მსხვერპლის როლშია,ოღონდ რატომღაც მისი გუნდელები იგივე ჩუვამენი,კამავინგა,რუდიგერი,როდრიგო არა !
დავიდუსს
12 ივლისი 2023 15:31
0
ყველა გამოხმაურება
იდეალური იქნება თუ იყიდიან მამარდას და იჯარით 1 სეზონით ისევ დატოვებენ ვალენსიაში.არაა გამორიცხული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერაც დაასრულოს ნოერმა და 2024წლიდან უკვე ძირითადის მეკარე გახდებოდა გიო.1 სეზონიც რომ დარჩეს ვალენსიაში არც ეს იქნება პრობლემა.დიდი ალბათობით ობლაკიც დატოვებს მომავალ წელს ატლეტიკოს და გიორგი ნომერ პირველი კანდიდატი იქნება სლოვენიელი რომ შეცვალოს.
Მეზღვაური
12 ივლისი 2023 14:04
3
მასე რომ აწყობდეთ ,გერმანელი ნიუბელი ყავთ იჯარით გაშვებული ,პერსპექტიული თავიანთი ახალგაზრდა კადრი და სულ არ იჩალიჩებდნენ მამარდას ან ახალი მეკარეს დამატებას.უბრალო მეორე ნომრად ულირახიც ყავს. ბაიერნს ჭირდება ძლიერი მეკარე,რომელიც რამოდენიმე წელი ნოიერთან დაღვინდება და შემდგომ შეცვლის.ნიუბელი კიდე მაგას არ თანხმდება !
დავითი
12 ივლისი 2023 14:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული