"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრიზენმა "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ ჯეს მომავალ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი:
"კიმ მინ ჯე შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა შემოგვიერთდეს. მეტს ვერაფერს დავამატებ. იმედია, ეს უახლოეს დღებში მოხდება. ვფიქრობ, ეს საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. მას მალე "ბაიერნის" ფეხბურთელად წარმოგიდგენთ".
გასული წლის ზაფხულში "ფენერბახჩესგან" 18 მილიონ ევროდ შეძენილი კორეელის სანაცვლოდ "ნაპოლი" 50 მილიონს მიიღებს. ვერაფერს იტყვი, იცის თავისი საქმე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.