"შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ" - კიმმა ზაფხულში მოხდილ სამხედრო სამსახურზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" გუნდის ახალწვეულის კიმ მინ ჟეს წარდგენა გამართა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელი ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სამხედრო სამსახურზე ისაუბრა, რომელიც ამ ზაფხულს სამშობლოში მოიხადა:

"სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, ქვეყანა არმიის გარეშე ვერ იარსებებს. შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ.

ბაზაზე ვარჯიშების დროს ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ფეხბურთთან კავშირში არ იყო. 25კგ-იანი ზურგჩანთებით 30კმ-ს გავდიოდი. მე ვაიძულე ჩემი თავი, რომ 4კგ დამეკლო. ამას კარგად ვერ გაიგებთ, თუ სამხრეთ კორეის არმიაში არ მსახურობთ", - თქვა კიმმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აქაური ,,გონებანათელი" დეზერტირების აზრით კიმი მაგარი ბნელია. :) ასევე ,,ბნელები" არიან ისრაელი და შვეიცარია. და სანამ დეზერტირებიდან ვინმე ინტრიგნულად ჩამოთვლილი ქვეყნების ცხოვრების დონეს შემახსენებთ, გეტყვით, რომ კეთილდღეობა უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს და თქვენი ბელადების მავნებლურ განცხადებებს ვერაფრით გაამართლებთ. თქვენ რომ ქვეყნისთვის კარგი გინდოდეთ, სავალდებულო და ალტერნატიული სამსახურის განვითარება-დახვეწას უნდა ითხოვდეთ და არა მის გაუქმებას.
რატი
15:50 22-07-2023
3
ეს დაღლილი არ ყოფილა, რომ სამშობლოს ემსახუროს ?!
იმიტომ ვართ ერთ ადგილში, როგორც ერი
სიმართლე
16:37 22-07-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული