ნოიერს სერიოზული პრობლემა აქვს - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" ტრავმირებული მეკარე მანუელ ნოიერი უკეთეს შემთხვევაში კიდევ 8-10 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

გამოცემა იტყობინება, რომ რამდენიმე დღის წინ ნოიერმა ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ თავს დამაჯერებლად ვერ გრძნობს, ფრთხილობს, ნახტომების გაკეთებას ერიდება, პრობლემა აქვს ბურთზე დარტყმისას და გადაცემის გაკეთებისას.

აღნიშნულია, რომ მანუელი ტრავმირებულ მარჯვენა ფეხს საყრდენად ხმარობს, მარცხენა ფეხით ბურთზე დარტყმისას კი პრობლემები ექმნება.

"ბაიერნმა" მეკარე იან ზომერი "ინტერს" მიჰყიდა, მხოლოდ 35 წლის სვენ ულრაიხის იმედზეა, რომელმაც "მონაკოსთან" ამხანაგურ მატჩში (4:2) თავი კარგად წარმოაჩინა. "ბილდი" წერს, რომ ვიდრე
ახალ მეკარეს არ შეიძენენ, კარს ულრაიხი დაიცავს.

ადრე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბი გიორგი მამარდაშვილითაა დაინტერესებული, მაგრამ "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდა არ უნდა. პრიორიტეტული ახლა მათთვის "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენაა, რასაც ვერ ახერხებენ. ამასობაში მეკარის პოზიციაზეც წარმოექმნათ პრობლემა. უცნობია, როდის დაბრუნდება ნოიერი და როდესაც დაბრუნდება, როგორ ფორმაში იქნება. ამან კი შეიძლება მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო აქტუალური გახადოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გეწყინოთ , დიდ პატივს გცემთ, მაგრამ კი დაგვღალეთ ამ ბაიერნის მეკარის პრობლემით რა
გ.შ.
22:47 08-08-2023
2
ე ბიჭო, იქნება და მოხდეს მოსახდენი. ზედგამოჭრილი იქნებოდა ბაიერნი გიორგისთვის!
ლაშა
22:29 08-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული