"ტელეგრაფის" ჟურნალისტი მეტ ლოუ იტყობინება, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირი ნაკრების მწვრთნელის პოსტს იულიან ნაგელსმანს და მატიას ზამერს შესთავაზებს.
თუ მათ უარი განაცხადეს, მაშინ ეროვნულ გუნდს სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე უხელმძღვანელებს.
გუშინ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გადააყენეს და მის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატი განიხილება.