ნოიერი გერმანიის ნაკრების კაპიტანი აღარ იქნება

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, გერმანიის ნაკრების კაპიტანი "ბაიერნის" 37 წლის მეკარე მანუელ ნოიერი აღარ იქნება და უცნობია, საერთოდ გამოიძახებენ თუ არა.

ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ნოიერს დაურეკა და ამის შესახებ უთხრა: "დიახ, მე ნოიერს ტელეფონით ველაპარაკე. მანუელს კარგი რეაგირება ჰქონდა. ის პროფესიონალია".

ნოიერმა ტრავმა თხილამურებით სრიალისას მიიღო. მან ბოლოს 2022 წლის 12 ნოემბერს "შალკესთან" ითამაშა, მიუნხენურ კლუბთან კი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, ამჟამად გერმანიის ნაკრების კაპიტანი 32 წლის ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული