ქორწილია, ქორწილი - ნოიერი 23 წლის ხელბურთელზე დაქორწინდა

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 37 წლის მეკარე მანუელ ნოიერი 23 წლის ხელბურთელ ანიკა ბისელზე დაქორწინდა.

მათ ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს. ანიკამ სურათები თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და გვარი შეიცვალა.

ნოიერი და ბისელი 2020 წლიდან ერთად ცხოვრობენ. გასული წლის სექტემბერში ნიშნობა ჰქონდათ, გაზაფხულზე კი შვილი ეყოლებათ.

ადრე ნოიერი ნინა ვაისზე იყო დაქორწინებული, რომელსაც 2019 წელს დასცილდა. გერმანული პრესა აღნიშნავს, რომ ანიკა და ნინა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული