მეკარეებმა მანუელ ნოიერმა და სვენ ულრაიხმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტები გააფორმეს, - იტყობინება კლუბის საიტი.
37 წლის ნოიერს და 35 წლის ულრაიხს მიუნხენურმა კლუბმა ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.
ნოიერი "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, ულრაიხი კი - 2015 წლიდან.