"ბაიერნის" პირველი შენაძენი ზამთარში - სარაგოსა მიუნხენს 2024 წლის ზაფხულში მიაშურებს

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ინფორმაციით, "ბაიერნმა" "გრანადას" 22 წლის ვინგერი ბრაიან სარაგოსა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება და მიუნხენურ გრანდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება.

სარაგოსამ მიმდინარე ლა ლიგაში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. ლუის დე ლა ფუენტემ მას ეროვნულ ნაკრებშიც უხმო და შოტლანდიასთან დაპირისპირებაში "ფურია როხაში" დებიუტიც ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული