სიტუაცია დაძაბულია - დე ლაურენტისმა ნეაპოლელებს ლუზერები უწოდა და ფეხბურთელებს ბონუსებს დაჰპირდა

AutoSharing Option
Football Italia La Repubblica-სა და via Calciomercato-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელებს ლუზერები უწოდა და სიტუაცია დაძაბულია, რასაც გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა ემატება.

გასული წლის ზაფხულში "ნაპოლის" გულშემატკივრებმა იმის გამო, რომ დე ლაურენტისმა წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა, უკმაყოფილება გამოთქვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათი სათანადო შემცვლელები არ დაიმატეს და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პრეზიდენტს პოლიციამ დაცვა გამოუყო. შემდეგ მოხდა ის, რასაც, ალბათ, არავინ ელოდა - 10 მილიონ ევროდ შეძენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული სეზონი ჩაატარა, ვიქტორ ოსიმენი მასთან დუეტში ჩინებულად წარმოჩინდა,
კიმ მინ ჯემ დაცვის ცენტრში პრობლემები გადაჭრა, მთელი გუნდი შესანიშნავად გაისარჯა და სკუდეტო მოიგეს. შემადგენლობის გაძლიერების ნაცვლად კი დე ლაურენტისმა კიმ მინ ჯე "ბაიერნს" დაახლოებით 50 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

ყოფილი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისთვის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას, რომში დაბადებული პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ის ფრაზა, რომელიც წარმოთქვა, არც ერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ არ გამოაქვეყნა. აი, რა ბრძანა მან: "ნეაპოლელები ლუზერები არიან, რადგან არასოდეს არიან ბედნიერები. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომელშიც შვიდი ნეაპოლელია, მათ შორისაა დეიდა, ის საბედნიეროდ ცოცხალია და მძარცველია".

დე ლაურენტისი გუნდის ბოლო მატჩებში დამარცხებით შეშფოთებულია და როგორც ჩანს, ეშინია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავლენ. შეგახსენებთ, 13 დეკემბერს ბოლო ტურში "ნაპოლი" "ბრაგას" მასპინძლობს და თუ ერთ ბურთზე მეტი სხვაობით წააგო, ჯგუფურ ბარიერს ვერ გადალახავს. Tv Play-ს ჟურნალისტი ჩირო ტროისი იტყობინება, რომ დონ აურელიო კასტელ ვოლტურნოში გუნდს შეხვდა და მიზნის მიღწევის შემთხვევაში ფეხბურთელებს პრემიალურებს დაჰპირდა. ტროისი დაპირებული ბონუსების ოდენობას არ აკონკრეტებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ამ კაცმა (ლავრენტამ) შარშან მინიმუმით მაქსიმუმს მიაღწია და ეგონა, წელსაც გაუვიდოდა. სტიმული ყველას სჭირდება, ხვიჩას მითუმეტეს. კაცმა ცოლი მოიყვანა, დარწმუნებული ვარ საჩუქარიც არ აღირსა ამ ძუნწმა კაცმა. შეეშვით ხვიჩას დამუნათებას. ძალიან მაგარი ფეხბურთელია, უბრალოდ პერიოდი აქვს ისეთი, რომ წუწურაქებს არ შეაკლას თავი. ყველაფერი კარგად იქნება.
koba
06:46 11-12-2023
0
იცით რა მიკვირს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნამ პრობლემა რატომ არ შეუქმნა ფაჩულიას,შენგელიას,შერმადინს,ტალახაძეს,შავდათუაშვილს,ჭიკაძეს,ბაზაძეს?-ლებრონ ჯეიმს,სტეფ კარის,დონჩიჩს,მესის,კაკას??მარტო კვარაცხელიაზე იმოქმედა ცოლის მოყვანამ?გაიგეთ ,რომ კვარას წარმატება წინა სეზონზე ბევრ ფაქტორთან იყო დაკავშირებული და არაფერ შუაშია ცოლი!!!!
გიგი
16:22 10-12-2023
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული