გნაბრის ტრავმა სერიოზულია - "ბაიერნმა" ახალ წლამდე დანაკლისი მიიღო

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში "ბაიერნი" გასვლაზე "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა, მაგრამ ეს მატჩი მიუნხენელებისთვის სხვა მხრივაც აღმოჩნდა სამწუხარო.

"რეკორდმაისტერის" შემტევი სერჟ გნაბრი 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ ტრავმა მიიღო და 5 წუთში ისევ შეცვალეს.

ჟურნალისტ კერი გაუს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით, 2-3 თვე გაუცდება.

მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული