"ბუნდესლიგაში თამაშზე ვოცნებობდი" - ელმასი "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" გადაბარგდა

AutoSharing Option
24 წლის ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული კლუბი საიტით ავრცელებს.

ელმასმა "ლაიფციგთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, სადაც 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე 2 იანვარს გაემგზავრება. "ნაპოლი" ტრანსფერში 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ელმასმა განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში გადასვლა და "ლაიფციგში" თამაში მისი ოცნება იყო, მოსწონს ამ გუნდის კონტრშეტევითი სტილი, სწორი ნაბიჯი გადადგა და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი გამამწარებელი კია,მაგრამ ფაქტია,კარგი ფეხბურთელია.წარმატება ვუსურვოთ.
ვაჰმე
22:11 27-12-2023
4

სიახლეები პოპულარული