პირველად 2008 წლის შემდეგ - "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ბაიერნმა" "ვერდერს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბრემენელებმა მიუნხენელები სტუმრად 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

მატჩის პირველი ტაიმი "რეკორდმაისტერის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტუხელის გუნდმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში "ვერდერმა" მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მიჩელ ვეისერმა ყოფილ გუნდს გაუტანა.

ამრიგად, "ბაიერნი" სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ლევერკუზენს" უკვე 7 ქულით ჩამორჩება. "რეკორდმაისტერი" მომდევნო მატჩს 24 იანვარს, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს.

"ვერდერი" 20 ქულით მე-13 ადგილზეა. ბრემენელები 27 იანვარს
"ფრაიბურგს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის დაარტყი შე შაისკერლ!
დათო
09:34 26-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული