"უნიონის" მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას სანეს ხელი გაარტყა - "ბაიერნის" ბუნდესლიგური გადადებული შეხვედრა სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში "ბაიერნმა" "უნიონს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარ მწვრთნელ ნენად ბიელიცასთვის ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია.

სანემ სცადა, რომ ბიელიცასთვის ბურთი წაერთმია, რის შემდეგაც ხორვატმა მას სახეში ხელი გაარტყა. "უნიონის" მწვრთნელი გააძევეს და შესაძლოა, მას სასჯელი უფრო დაუმძიმდეს, თავად ლეროიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სწორადაც მოიქცაა !
zura222
20:07 25-01-2024
3
სანეა გერმანელი? რა გჭირთ ამ სპორტულ ჟურნალისტებს?
Status quo
14:29 25-01-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული