მიულერის მე-500 გამარჯვება - "ბაიერნის" ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "გლადბახს" 3:1 სძლია. მიუნხენელთა 34 წლის შემტევმა თომას მიულერმა მოედანზე 80 წუთი გაატარა, მან "რეკორდმაისტერის" მაისურით ბუნდესლგაში მე-500 გამარჯვება იზეიმა.
"ბაიერნის" ფორმა მიულერმა გერმანიის ჩემპიონატის 690 შეხვედრაში მოირგო, საიდანაც 500 მათგანში გამარჯვებული გამოვიდა.
1956 წელს კლუბის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შემდეგ "რეკორდმაისტერის" არცერთ სხვა მოთამაშეს არ მიუღწევია ამ ნიშნულისთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.