ელმასი: რატომ დავტოვე "ნაპოლი"? - გერმანიაში მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცა

AutoSharing Option
24 წლის ჩრდილომაკედონიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" გადასვლის მიზეზზე ისაუბრა:

"რატომ დავტოვე "ნაპოლი"? ძლიერ, გამარჯვებულ გუნდში ვიყავი, რომელიც ახალგაზრდებთან ბევრს მუშაობს და მომავლისკენ იყურება, მაგრამ გამარჯვებების მოპოვება სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ნეაპოლში ხუთი შთამბეჭდავი წელი გავატარე და ჩემპიონატის მოგების შემდეგ დავტოვე, რისი ახსნაც სინამდვილეში შეუძლებელია.

ეს ფეხბურთსა და საკუთარ გუნდზე შეყვარებული გულთბილი ხალხის ქალაქია. გერმანიას ნელ-ნელა ვეჩვევი. ჯერ გერმანულად ვერ ვლაპარაკობ, თუმცა ვსწავლობ. აქ ცოტა უფრო სიწყნარეა, ვიდრე სტამბოლსა და ნეაპოლში და ცხოვრების საშუალებას გაძლევენ. შეგიძლია
გარეთ მშვიდად გახვიდე. ეს მომწონს, რადგან შვიდი წლის მანძილზე სტამბოლსა და ნეაპოლში შეუძლებელი იყო, სადაც მომესურვებოდა, იქ წავსულიყავი. მშვიდად ვცხოვრობ, არაფერს არ ვკითხულობ და ძალიან ბედნიერი ვარ", - ციტირებს ელმასს ჟურნალისტ ალფრედო პედულას საიტი.

ელმასმა "ნაპოლიში" 2019-2023 წლებში ყველა ტურნირზე 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს "ლაიფციგი" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გამიხარდება,ელმასი გოლსაც თუ გაიტანს.
სოსო
19:26 13-02-2024
6
სიმართლე უნდა თქვა ვაჟკაც. იმიტომ დატოვე, რომ ძირითადიდან ამოვარდი და იცი ხვიჩა სანამდე ნაპოლში იქნება, ძირითადი არ გეღირსებოდა.
ჟორა
21:38 13-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული