გავრცელებული ცნობით, ფრანგი, რომელიც ახლა იტალიური "სალერინტანას" სპორტული დირექტორია, სამწვრთნელო კურსებს გადის და მალე შესაძლოა, "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდული გუნდი ჩაიბაროს.
რიბერი გერმანიაში დღემდე დიდ დროს ატარებს და სულაც, მისი შვილი სეიფი "ბაიერნის" 13-წლამდელთა გუნდში თამაშობს.
რიბერი მიუნხენელთა ღირსებას (2007-19) წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 425 შეხვედრაში 124 გოლი და 184 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მან "ბაიერნთან" ერთად 9-ჯერ ბუნდესლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.