20:05 06-04-2024
ქამბექი 0:2-დან - "ჰაიდენჰაიმმა" "ბაიერნი" დაამარცხა და 7 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრაში ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში კი "რეკორდმაისტერი" სერჟ გნაბრიმ წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ერთწუთიან მონაკვეთში კევინ სეშას და ტიმ კლეინდიენსტის გოლებით მეტოქესთან ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
79-ე წუთზე კი კლეინდიენსტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, აღსანიშნავია, რომ მათ "ბაიერნთან" გამარჯვებით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
"ბაიერნი" 60 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლევერკუზენს" 16 ქულით ჩამორჩება, "რეკორდმაისტერი" მორიგ მატჩს, სამშაბათს, 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "არსენალთან", სტუმრად გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული