"არსენალთან" მატჩის დღეს კეინის შვილები ავტოავარიაში მოჰყვნენ

AutoSharing Option
Bild-ის ცნობით, 9 აპრილს "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის დღეს, "ბაიერნის" ფორვარდის ჰარი კეინის შვილები ავტოავარიაში მოჰყვნენ.

კეინს 4 შვილი ჰყავს და ავტომობილში მისი სამი შვილი სამი წლის ლუი, ხუთი წლის ვივიენი და შვიდი წლის აივი იმყოფებოდნენ. ავტომობილი შემხვედრ მანქანას შეეჯახა, ავარიის შედეგად მოცურდა და სხვა ავტომობილს დაეჯახა.

საბედნიეროდ, ავარიის შედეგად ავტომობილში მსხდომები მსუბუქად დაშავდნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ მეუღლე იჯდა და არ არის მიჩვეული მარცხენა საჭიანს და მარჯვნივ მოძრაობას. მთელი ცხოვრება მარცხენა ზოლში იარა ინგლისში
მარცხენა საჭის ბრალია
13:56 13-04-2024
1
კარგია,იოლად რომ გადარჩნენ.სწრაფ გამოჯანმრტელებას ვუსურვებ.კეინსაც 4 შვილი ჰყოლია და მანამდე, დაქორწინებაც გაუბედია!აგერ,ავარიაშიც მოხვდნენ და გული გაუხეთქეს,ჰარის.რომ არ დაქორწინებულიყო და ამდენი ხელის შეშლა არ ჰქონოდა,წარმოიდგინეთ ,რამდენს მიაღწევდა!რა თქმა უნდა ხვიჩას გარშემო ატეხილ ვაკხანალიას ვიხსენებ და ამის გამო ვხუმრობ,მაგრამ არსენალთან მატჩში,ისე აშკარად საწითლედ ითამაშა,ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე,აზრი გამიჩნდა:ამ ავარიის შესახებ,უკვე ხომ არ იცოდა და ნერვულმა დაძაბულობამ ხომ არ ამოხეთქა,იმ მომენტში?!
სოსო
13:43 13-04-2024
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული