Kicker-მა მიულერის კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
გერმანული პოპულარული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ტომას მიულერი კარიერას 2025 წლის ზაფხულში დაასრულებს.

34 წლის ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტი სწორედ ამ დროს ამოეწურება, რომელიც აღარ გახანგრძლივდება და სხვა გუნდის მაისურის მორგება არც თავად ფორვარდს სურს.

მიულერი "რეკორდმაისტერში" 2000 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 701 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 240 გოლი გაიტანა და 265 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
10 წლის იყო ბაიერნში რომ დაიწყო თამაში??? ყოჩაღ
ოღონდაცა რააააააა???
08 მაისი 2024 17:27
0
რეკორდმაისტერის ერთგული!
ლაშა
17 აპრილი 2024 17:34
0
ძალიან მინდოდა,ამ ბიჭს,მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი დაემყარებინა,მაგრამ არ გამოუვიდა.გერმანიას მრავალი ვარსკვლავი ჰყავდა,მაგრამ მიულერები თითქოს კიდევ ცალკე დგანან,თავისი ორიგინალური სტილით.გერდ მიულერიდან დაწყებული,დღემდე.
სოსო
16 აპრილი 2024 18:40
2
ჩემი ფავორიტი: ტომას მიულა! მაგარი კაცი.
16 აპრილი 2024 15:55
1
ჩემიც1
მალხაზ ჯობავა
16 აპრილი 2024 16:29
0

სიახლეები პოპულარული