"ბილდის" ცნობით, "აინტრახტის" 33 წლის მეკარე კევინ ტრაპი ფორმაში არაა, ამიტომ არ შეიყვანეს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის განაცხადში და მიზეზსაც განმარტავს.
"მიზეზი" კი მისი საცოლე, ბრაზილიელი სუპერმოდელი იზაბელ გულარია, რომელიც სექსუალურად შეპყრობილია და ტრაპს ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. კევინს უსაყვედურეს, რომ ვარჯიშებზე სათანადოდ არ ირჯება.
ჟურნალისტების აზრით, 39 წლის გულარმა უარყოფითად იმოქმედა ტრაპის კარიერაზე. ის მას ასწავლის როგორ გადმოვიდეს მანქანიდან საჯარო ღონისძიებებზე მისვლისას, რათა კარგი სურათები გამოუვიდეთ.
მათი ნიშნობა 2018 წელს შედგა, თუმცა ჯერაც არ დაქორწინებულან. "ჩვენ სექსით ხშირად ვართ დაკავებული", - გაამხილა Victoria’s Secret
-ის ყოფილმა მოდელმა.