"ბაიერნის" მწვრთნელად 38 წლის ვენსან კომპანი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენური კლუბი საიტით ავრცელებს.
კომპანის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მან თომას ტუხელი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გასულ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა.
აქამდე კომპანი "ბარნლის" ედგა სათავეში, რომელსაც "ბაიერნი" კომპენსაციის სახით 10-15 მილიონ ევროს გადაუხდის.
კომპანი "ანდერლეხტში" (2002-2006; 2019-2020), "ჰამბურგსა" (2006-2008) და "მანჩესტერ სიტიში" (2008-2019) თამაშობდა, 2020-2022 წლებში "ანდერლეხტს" ედგა სათავეში, შემდეგ კი "ბარნლი" ჩაიბარა და პრემიერლიგაში გადაიყვანა, სადაც წელს მე-19 ადგილზე გავიდა და ჩემპიონშიპში დაბრუნდა.
რაღა ეს და რაღა შავი შოთა არველაძე დდ