"დორტმუნდს" ნური შაჰინი გაწვრთნის

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ედინ ტერზიჩის ნაცვლად "დორტმუნდის" მწვრთნელად ნური შაჰინს დანიშნავენ.

35 წლის შაჰინი იანვრიდან ტერზიჩის ასისტენტი იყო, იქამდე კი "ანტალიასპორს" ედგა სათავეში.

მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და შაჰინის დანიშვნას, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული