ნოიერის მემკვიდრე? - "ბაიერნს" 21 წლის მეკარის ყიდვა სურს

AutoSharing Option
Sky Sport Germany-ს ცნობით, "ბაიერნს" "კიოლნის" 21 წლის მეკარის იონას ურბიგის შეძენა სურს, რომელიც ასევე გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავს.

სავარაუდოდ, მიუნხენელებს ახალგაზრდა კიპერი მანუელ ნოიერის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელიც ბუცებს მალე ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

ურბიგს "კიოლნის" გარდა კარიერის განმავლობაში "რეგენსბურგსა" და "ფიურტშიც" უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე 11 მატჩში გამოჩნდა და 22 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გინდა, კაი შედეგია, თითო თამაშში ორ, ორი ბურთი.
მალხაზ ჯობავა
17:12 09-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული