იურგენ კლოპი: "არა" ნიშნავს, რომ კოუტინიო არ იყიდება

AutoSharing Option
ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ცნობების გავრცელების პარალელურად, იურგენ კლოპი ტრანსფერის შესაძლებლობას კვლავ გამორიცხავს.

თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორამცია, რომლის თანახმადაც, "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბარსელონას" კიდევ უფრო მიუახლოვდა. თუმცა, მერსისაიდელთა დამრიგებელი ასე არ ფიქრობს.

"თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კოუტინიო არ იყიდება, კიდევ რამე ინტერპრეტაციაა საჭირო? სიტყვა "არა" ნიშნავს, რომ ინტერპრეტაცია საჭირო აღარაა. ამ საკითხზე სიახლე არაფერია", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული