"პორტსმუთს" ახალი მესაკუთრე ჰყავს

AutoSharing Option
ინგლისური "პორტსმუთი", რომელიც 7 წლის წინ პრემიერლიგაში თამაშობდა, 6.3 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ გულშემატკივრების გაერთიანებამ, რომელიც "პორტსმუთის" მესაკუთრე იყო, გადაწყვიტა, წილის 100% კომპანია "უოლტ დისნეის" ყოფილ მმართველს, მაიკლ აიზნერს მიჰყიდოს.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ დაახლოებით 6.3 მილიონი ევრო შეადგინა და აიზნერი მზადაა კლუბში კიდევ დაახლოებით 11 მილიონის ინვესტიცია ჩადოს.

"პორტსმუთი", რომელიც 2003-10 წლებში ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა, უკვე მე-8 წელია ქვედა ლიგებში მოგზაურობს. გასულ სეზონში მან რანგით მე-3 ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, იმ ფასად,
რა თანხასაც "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარში იხდის, 35 "პორტსმუთი" მოვიდოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული