მას მერე, რაც "ჯალოროსის" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა გახდა, იმთავითვე გაცხადდა, რომ "რომას", როგორც ამბიციურ კლუბს, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საკუთარი კომფორტული არენა, იმის მაგივრად, რომ "ლაციოსთან" ერთად "ოლიმპიკოს" დაქირავებაში ეხადა ფული.
მაგრამ წლებია, ტორ დი ვალეს რაიონში ახალი სტადიონის აშენებას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან შექმნილი ბარიერების გამო, თავი ვერ მოება. არადა, ამ ხნის განმავლობაში პროექტმა არაერთი
პოლიტიკოს პალუმბოს სიტყვები, გარკვეულწილად, სკანდალურიცაა, რადგან: "რომის მერი ვირჯინია რაჯი და დედაქალაქის მთავრობა საჯაროდ აცხადებენ, რომ სტადიონის პროექტთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი უსაფუძვლოდ ბლოკავენ პროექტს, რომელიც არაერთხელ შეიცვალა და საყოველთაო აღიარებით, ბევრად გაუმჯობესდა".
გაზეთი "ილ ტემპო" წერს, რომ "სტადიო დელა რომას" პროექტის განხილვისთვის, შეიძლება, ახალი კომისიის შექმნა გახდეს საჭირო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"