რომან აბრამოვიჩი მესამე ცოლსაც გასცილდა

AutoSharing Option
"ჩელსის" პრეზიდენტმა, ცნობილმა რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ფულის შოვნაც იცის და ცოლების ცვლაც ეხერხება.

1987-90 წლებში ოლგა ლისოვა გახლდათ მისი მეუღლე, 1991-2007 წლებში - ირინა მალანდინა, შემდეგ კი 10 წელი - დარია ჟუკოვა. პირველი ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს, მესამიდან კი - 2: 7 წლის აარონი და 4 წლის ლეია.

ბრიტანული "ტელეგრაფი" გვამცნობს, რომ ბიჭი რომანა და დარია მეგობრებად დარჩებიან და საქმიან პარტნიორებადაც.

აღსანიშნავია, რომ ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი სულაც არაა წუწურაქი, ნაცოლარებს "ალიმენტზე" პრობლემებს არ უქმნის, გვარიანი მოძრავ-უძრავი ქონებაც
დაუტოვა და ფინანსურადაც ეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული