არსენ ვენგერი: გუნდში ისეთი ატმოსფერო შევქმენი, რომელზე უარესიც არაფერია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ სანამ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, გუნდში გაურკვევლობის ატმოსფერომ დაისადგურა.

გასული სეზონის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტის მომავალი გაურკვეველი იყო. მან ლონდონელებთან ახალი კონტრაქტი სეზონის მიწურულს გააფორმა.

"საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: "რა ხდება, შეფ?" მე კი მიწევდა მათთვის მეპასუხა: "ბიჭებო, მე ხომ თქვენთან ვარ. ჩვენი მიზანია, თამაშები მოვიგოთ".

გადაწყვეტილების მიღების მომავლისთვის გადავადებით გასახდელში გაურკვევლობის ატმოსფერო შეიქმნა. ამაზე უარესი არაფერი შეიძლება მოხდეს", - აცხადებს ვენგერი, რომლის გუნდიც 1996 წლის შემდეგ
პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულს მიღმა პირველად დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული