არსენალი-ლესტერი 4:3 - დასაწყისიც ასეთი უნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონი ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით. პირველივე შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "არსენალი" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ, ინგლისური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპი და 7 გოლი ვიხილეთ.

ანგარიში "მეთოფეების" ახალწვეულმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა უკვე 92-ე წამზე გახსნა. თუმცა, 160 წამის შემდეგ, ოკაზაკიმ წონასწორობა აღადგინა.

პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი ვიხილეთ. 29-ე წუთზე, ვარდიმ გაიტანა, მე-2 დამატებულ წუთზე კი, უელბეკის დარტყმით, ანგარიში უკვე მასპინძლებმა გაათანაბრეს.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 11 წუთში, ვარდიმ დუბლი გაიფორმა, "არსენალს" პრემიერლიგაში მეხუთედ გაუტანა და ამ გუნდთან პირველად
მოგების იმედი ჩაისახა. თუმცა, ამის შემდეგ საქმეში არსენ ვენგერი ჩაერთო.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაშში რემზი, ჟირუ და უოლკოტი ჩართო, პირველმა ორმა კი გუნდს გამარჯვება მოუტანა. 83-ე წუთზე, აარონ რემზიმ გაიტანა და არაერთ ცნობილ ადამიანს ღამე კოშმარად უქცია. ორ წუთში კი, ოლივიე ჟირუმ დაამტკიცა, რომ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვაში ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა.

საინტერესო ფაქტები

  • ინგლისის ჩემპიონატს 129-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სეზონის პირველი თამაში პარასკევ დღეს ჩატარდა
  • ალექსანდრ ლაკაზეტი "არსენალის" მე-7 ფეხბურთელია, რომელმაც გოლი პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
  • ალექსანდრ ლაკაზეტმა პრემიერლიგის სეზონის პირველი გოლი 92-ე წამზე გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია
  • ალექსანდრ ლაკაზეტს პრემიერლიგის 2017/18 წლების გათამაშების პირველი გოლის გასატანად 92 წამი, 2 შეხება (პირველად ბურთის თამაშში შეყვანის დროს) და 1 დარტყმა ეყო
  • ოლივიე ჟირუმ, 2016/17 წლების სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, შეცვლაზე შესვლის შემდეგ 7 გოლი გაიტანა, რაც მე-2 შედეგეზე 3 ბურთით მეტია

არსენალი-ლესტერი 4:3 (2:2)
არსენალი (3-4-2-1):
ჩეხი, ჰოლდინგი (ჟირუ 67), მონრეალი, კოლასინაცი, ბელერინი, ელნენი (რემზი 67), ჯაკა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, უელბეკი (უოლკოტი 75), ლაკაზეტი
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, სიმპსონი, მორგანი, მაგირე, ფუხსი, მაჰრეზი, ჯეიმსი, ნდიდი, ოლბრაიტონი (გრეი 90), ოკაზაკი (ამარტეი 72), ვარდი
გოლები: 1:0 ლაკაზეტი 2, 1:1 ოკაზაკი 5, 1:2 ვარდი 29, 2:2 უელბეკი 45+2, 2:3 ვარდი 56, 3:3 რემზი 83, 4:3 ჟირუ 85
გაფრთხილება: მორგანი 90+5
მკითხველის კომენტარები / 9 /
Sati com xalxistvisaa sheqmnili, xalxi romelic tkvens saitze shemodis da tkven amit tanxas gamoimushavebt, eseti midgomit xalxsac dagargavt, saitis popularobasac ( ro vakvirdebi ukve dakargulia) da shemosavalsac, memgoni xalxis azri tkventvis mnishvnelovani unda ikos
Gio
12 აგვისტო 2017 15:26
0
tu chventvisaa es saiti,chven yvela ze ukmayopilo vart saitit da chvens azrs tuaritvaliswinebt aq shemomsvlelis.........
euhh
12 აგვისტო 2017 14:25
0
მართლა რას ჰგავს ეს ფორმატი. ამდენი ხალხი გთხოვთ ძველი ფორმატის დაბრუნებას. ინამუსეთ
დავით 67
12 აგვისტო 2017 14:21
0
საიტის დიზაინი თუ შეიცვლება უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ.რა არის ეს,რა ....???!!!
alex
12 აგვისტო 2017 14:16
0
თუ არ დააბრუნებთ ძველ ფორმატს, არ შემოვალთ ამ საიტზე..
status quo
12 აგვისტო 2017 12:18
0
ძველი საიტი დააბრუნეთ გთხოვთ
gio
12 აგვისტო 2017 11:37
0
ძველი საიტი დააბრუნეთ !!!
ბარსა
12 აგვისტო 2017 11:37
0
უკეთესობის ნაცვლად უკან მიდიხართ? ჯერ რას დაამსგავსეთ საოტო და მერე ლინკებს რომ დებთ იქნებ ნახოთ იმ ლინკის უკან რა არის. კარგით რა:ეს ყველაფერი გაშვებამდე ხომ წარუდგინეს დირექციას, ხომ იყო პრეზენტაცია და ხომ დაუსვით ბეჭედი ბოსებმა? რა მოგეცონათ ამაში იქნებ გვითხრათ რომ ჩვენც მასე ვისარგებლოთ თორემ მართლა ვერ გავიგე ასეთი პოპულარი საიტი რატომ უნდა გააბანძო ასე.
???
12 აგვისტო 2017 03:52
0
პრემიერლიგა კი არა დააბრუნეთ ძველი დიზაინი რა. ან დაალაგეთ ნორმალურად რანაირად აცაბაცა წერია სტატიები ვერაფერს ვარჩევ
111
12 აგვისტო 2017 01:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული