დენი როუზი ბოდიშს იხდის და 150 ათასით ჯარიმდება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მარცხენა მცველმა, დენი როუზმა, გუნდში მისი მდგომარეობის გამო დაწუწუნებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.

- დენი როუზი: "ტოტენჰემში" იმას ვერ ვღებულობ, რაც ვღირვარ


"ვაღიარებ, რომ ჩემი აზრის დაფიქსირებისთვის შესაბამისი დრო და ფორმა ვერ შევარჩიე. არ მინდოდა, ჩემი სიტყვები ვინმეს შეურაცხყოფად მიეღო. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო." - ციტირებს როუზის სიტყვებს BBC.

London Evening Standard-ის ცნობით, როუზი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. "ტოტენჰემმა" მას ფინანსური სანქციის მაქსიმალური ზომა დააკისრა და 2 კვირის
ხელფასი დაუქვითა, რაც 150 ათას ევროს უდრის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული