"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" ოფიციალურ ვებგვერდზე ჟოზე მოურიონის შემცვლელი დაასახელა და ის რაიან მეისონი იქნება.
ვინ არის მეისონი? რაიანი 29 წლის გახლავთ, "დეზების" ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა.
მეისონი აქამდე კლუბის აკადემიაში მუშაობდა. მისი დამხმარეები კი ლედლი კინგი, კრის პაუელი და ნაიჯელ გიბსი იქნებიან, მეკარეების მწვრთნელი კი - მიშელ ვორმი.
"ტოტენჰემმა" მოურინიო არასასურველი შედეგების გამო გაათავისუფლა. პორტუგალიელი ჩრდილოლონდონურ გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა.
კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტის გამო 58 წლის მოურინიო 34,4 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ჟოზეს კარიერაში ყველაზე დიდი კომპენსაციაა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით