კოშტას ადვოკატის, რიკარდო კარდოსოს თქმით, "ჩელსი" მის კლიენტს უსამართლოდ მოექცა, რამაც ის გამოიწვია, რომ 28 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში არ თამაშობს. მან ასევე განაცხადა, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს იმისათვის, რომ "ჩელსიმ" მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს. გარდა ამისა, კარდოსომ დაადასტურა, რომ მისი კლიენტი აპირებს ტრანსფერზე დაყენება მოითხოვოს.
თუ კონკრეტულად რა მოთხოვნას დააყენებს კოშტა სასამართლოში, ან რა ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნებს თავის სარჩელს, ჯერჯერობით,
ცნობილია ის, რომ კოშტას "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს, მაგრამ მადრიდელებს ახალი ფეხბურთელების დამატების უფლებას FIFA არ აძლავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიეგო კოშტას შეძენის სურვილს "მილანი" გამოთქვამს.