პეპ გვარდიოლა: გილოცავთ, "მანჩესტერ სიტი" ძლიერი გუნდია

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ბრაიტონი" დაამარცხა (2:0), მისმა მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ კი ნამატჩევს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი შეგირდების გარჯით გამოწვეული კმაყოფილება ვერ დამალა.

"დებიუტში მომენტები გვქონდა. მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს ვაკონტროლებდით და გოლის გატანის საშუალება არ მიგვიცია. იერიშების გაძლიერება გვმართებს.

მიხარია ფეხბურთელების შეძენა. ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გყავს. ყველას გილოცავთ, "სიტი" ძლიერი გუნდია.

მინდა გავაგრძელო ის, რაც წინასასეზონო მზადებისას სამ საკონტროლო შეხვედრაში დავიწყეთ. სტაბილურები ვიყავით, მაგრამ საჭიროა მოვუმატოთ. მთავარია, გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული