"არსენალის" გეგმები: იოზილი დარჩება, სანჩესი უფასოდ წავა

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს. 28 წლის გერმანელის ხელფასი გაიზრდება და კვირაში 300 ათასი ფუნტი გახდება, - წერს გაზეთი "დეილი მეილი".

რაც შეეხება მეორე შემტევ ნახევარმცველს ალექსის სანჩესს, რომლის კონტრაქტის ვადაც ასევე გაისად იწურება, ის 2018 წლის ზაფხულში უფასოდ დატოვებს კლუბს და "მანჩესტერ სიტიში" ან "პარი სენ-ჟერმენში" გადავა.

გარდა ამისა, "დეილი მეილი" იმასაც წერს, რომ "არსენალმა" შეწყვიტა ბრძოლა "მონაკოს" 21 წლის ნახევარმცველისთვის ტომ ლემარისთვის და ამ ზაფხულს აღარ აპირებს
ახალი ფეხბურთელების შეძენას. პირიქით, არსენ ვენგერის გუნდი სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას გეგმავს და ამ მიზნით, მატიო დებუშის, კირან გიბზის, კარალ ჯენკინსის, ლუკას პერესისა და ხოელ კემპბელის გაყიდვას აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული